ირან ამერიკის დაპირისპირება |
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010 13:23 |
გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომი დაწერილია 2007 წელს. თუმცა შეიძლება ვინმესთვის საინტერესო იყოს, რადგან მისი ზოგირთი ნაწილი დღემდე აქტუალურია
იმისთვის,რომ ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ ქვეყანაზე და განვიხილოთ მისი გეოპოლიტიკური მგომარეობა და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში,საჭიროა გავეცნოთ ზოგად მონაცემებს ქვეყნის შესახებ. ირანის ისლამური რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა.მისი ფართობი 1648000 კვ.კმ-ს შეადგენს. იგი ესაზღვრება; თურქეთს, ავღანეთს, პაკისტანს, ერაყს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს.მოსახლეობა 67 მლნ. ადამიანს უდრის(2003წ).აქდან 27 მლნ. სპარსელი,9 მლნ. აზერბაიჯანელი და 4 მლნ. ქურთია.ქვეყნის დედაქალაქია-თეირანი.გავრცელებული რელიგიებია შიიტური ისლამი.სუნიტური ისლამი,ზოროასტრიზმი და სხვა.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უმთავრესი ადგილი მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებაში შიიტურ ისლამს უკავია.ქვეყნის ძირითადი კანონია-ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 1979 წელს იქნა მიღებული საერთო ნაციონალურ რეფერენდუმზე.სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო იმაღლესი საკანონმდებლო ორგანო-ერთპალატიანი ისლამური ნაციონალური კრება,ანუ მეჯლისია.ირანის ტერიტორია 24 ოსტანად (პროვინციად) იყოფა.იგი მდიდარია სასარგებლო წიაღირსეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით.ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა,ხოლო გაზის მარაგით მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება.
თითქმის სამიათასწლიანი ისტორიის მანზილზე ირანმა არა ერთი აღმავლობისა და დაცემის პერიოდი გამოიარა.მე არ შევეცდები მისი ისტორიის მიმოხილვას რადგან ამ შემთხვევაში ჩემი ინტერესის საგანი თანამედროვე ირანია.თუმცა აუცილებლად მიმაჩნია მოკლედ თვალი გადავავლოთ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ომის შემდგომი წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა პირდაპირ დამოკიდებული გახდა საგარეო ვალებზე და ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებაზე.1954 წელს ირანი ბაღდადის პაკტს შეუერთდა,რითაც ფაქტობროვად უარი განაცხადა ქვეყნის ნეიტრალურ პოზიციაზე.1957 წელს მირებულ იქნა ე.წ. “ეიზენჰაუერის დოქტრინა” და უარყოფილ იქნა საბჭოთა კავშირის წინადადება თავდაუსხმელობის პაკტზე ხელის მოწერის შესახებ,რადგანც ამ დოკუმენტის მიგება ავტომატურად გამოიწვევდა ამერიკასთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გართულებას.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამერიკული დახმარების უდიდესი წილი ქვეყნის სამხედრო ხარჯებზე მიდიოდა.სახელმწიფოს სამხედრო დანახარჯები 4-ჯერ აღემატებოდა შიდა ეკონომიკურ ინვესტიციებს.ირანი ჩაძირულ იქნა საგარეო ვალებში, რომლის გადახდასაც მხოლოდ ახალი ვალების აღებით ახერხებდა.ყოველივე ზემოარნიშნულმა გამოიწვია ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კრიზისი. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში შაჰმა გადაწყვიტა გაეშვა მეჯლისი და დაეწყო ეკონომიკური გარდაქმნები.”თეთრი რევოლუციის” პერიოდი აღსანიშნავია როგორც აქტიური რეფორმიზმისა და შედეგად,სამრეწველო აღმავლობისა და ნავთობდოლარების შემოდნების ხანა.მიუხედავად არსებული პროგრესისა “თეთრი რევოლუციას” თავისი სერიოზული მინუსებიც აღმოაჩნდა.ქვეყნის მოდერნიზაციის ტემპები ზედმეტად სწრაფი აღმოჩნდა,რეფორმები და ახლი ბურჟუაზიული ნორმები არ ითვალისწინებდა ირანის ნაციონალირ-რელიგიურ თავისებურებებს რამაც გამოიწვია ქვეყნის შიგნით არსებული ტრადიციული მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელსაც სათავეში შიიტური სულიერი ლიდერები ჩაუდგნენ სათავეში. ყოველივეს ლოგიკური შედეგი იყო 1979 წლის ისლამური რევოლუცია აიათოლა ხომეინის მეთაურობით,რის შედეგადაც ირანის სათავეში რელიგიური ფუმდამენტალისტები მოვიდნენ,რომელთაც ქვეყანას თეოკრატიული ხასიათი მისცეს.ჩემის აზრით პირველ ეტაპზე რევოლუცია თავისი ფორმით ისლამური იყო,ბურჟუაზიული კი თავისი არსით.თუმცა 1979 წლისთვის ის არსითაც უკვე ისლამური ხდება. 80-იანი წლების ირანში ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა ერაყთან ომი იყო.მისი დაწყების რამდენიმე მიზეზი არსებობს:მდინარე შატ ელ-არბის წყლის გაყოფა,ქურთული უმცირესობის ორმხრივი გამოყენება ერთმანეთის წიინააღმდეგ სეპარატისტული საქმიანობისათვის,ნავთობის ორი ექპორტიორის კონკურენცია ნავთობის ბაზარზე,ბაღდადის სურვილი კუვეიტის შეერთებისა,რაც მას რეგიონში პირველ სახელწიფოდ აქცევდა, სევე ირანის შიში ხუჯესტანის ნავთობით მდიდარ პროვინციაში შესაძლო დესტაბილიზაციისა,რადგან ამ პროვინციაში უამრავი არაბი ცხოვრობს.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ომის მთავარი მიზეზი ალბათ მაინც ირანის სურვილი იყო ისლამური რევოლუციის იმპორტისა. ერაყი არ დაელოდა შიიტური რეჟიმის მომძლავრებას და იმ იმედით რომ შახის ირანის ჯარისაგან ბევრი არაფერი იყო დარჩენილი,დაარტყა ირანს.ბაღდადის იმედი თეირანზე სწრაფი გამარჯვებისა არ გამართლდა.ირანის ისლამური რეჟიმისთვის ეს აგრესია შეილება ითქვას რომ მისწრება იყო.თეირანის თეოკრატიულ რეჟიმს საშუალება მიეცა,სამხედრო რეჟიმის პირობებში დაემთავრებინა ქვეყნის შიგნით სისტემაში ირანის გეოგრაფიული ადგილმდებარეონიდან გამომდინარე, მასზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს თუ რა გეოპილიტიკური მდებარეობა გააჩნია ამ ქცეყანას.იგი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილს იკავებს რეგიონში, წარმოადგენს რა მაკავშირებელ რგოლს კასპიის ზღვის ბასეინის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ასევე კავკასიასა და აზიას შორის.ასევე გასათვალისწინებელია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლო მდებარეობა მსოფლიოს უმნისვნელოვანეს ნავთობსაბადოებთან და მისი როგორც ამ წიაღირსეულის ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებლის როლი რეგიონისათვის და ზოგადად მსოფლიოსთვის. საბჭოთა კავშირის დაშლამ, ირანისთვის ახალი გეოპლიტიკური სიტუაცია შექმნა:მისი ჩრდილოეთის საზღვრების გასწვრივ წარმოიქმნა ე.წ. “თურქული ხაზი” (თურქეთი,აზერბაიჯანი,თურქმენეთი,უზბეკეთი,ყირგიზეთი,ყაზახეთი), პოტენციურად პროთურქული. ქვეყნებით.ამ ხაზს მხოლოდ სომხეთი წყვეტს.(ამიტომაც ნათელია ირანის ახლო-მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან და მისი პროსომხური განწყობა ყარაბახის კრიზისის დროს). მას აქვს უნარი გააკონტროლოს სულვილის შემთხვევაში ორმუზის სრუტე, საიდანაც ხდება სპარსეთის ყურის ნავთობის უდიდესი ნაწილის ტრანსპორტირება.ასევე მას გააჩნია ყველაზე გრძელი საზღვაო ზოლი სპარსეთის ყურეში.როგორც ავღნიშნე, ირანს უმნიშვნელოვანესი უპირატესობები აქვს როგორც რეგიონის უპირველეს სატრანსპორტო კვანძს.მას უნარი აქვს ხელი შეუწყოს კომუნიკაციების განვითარებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ესენგე-ს სამხრეთ ქვეყნებსა და ინდოეთის ოკეანეს შორის.ასე, რომ ცალსახად ნათელია ირანის გეოპლოტიკური მდებარეობის მნიშვნელობა მომავლის ევრაზიული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროეკტებისთვის. უკანასკნელმა ათწლეულმა ირანს აშკარა წარმატებები მოუტანა პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის გაუმჯობესებაში.თვალსაჩინო რეალიზაციას მიახწია ე.წ. “მესამე გზის” იდეამ და იდეოლოგიამ, რაც გულისხმობს, სოციალირი მიმართულების საზოგადოების მშენებლობას, სოციალური თანასწორებობის ისლამური პრინციპების გათვალიწინებითა და სულიერ ლიდერთა ხელმძღვენელობით.შენარჩუნებულ იქნა რა განსაკუთრებული კონსერვატიული საზოგადოებრივი შეხედულებები კერძო საკუთრებაზე,მეწარმეობის თავისუფლებაზე,ოჯახის საფუძვლებსა და ნაციონალურ ტრადიციებზე, შესაძლებელ იქნა დაძლეულიყო სახემწიფოს წინაშე არსებული პრობლემები ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით. ირანი არცთუ კომფორტულად გრძნობს თავს აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანათა გარემოცვაში, რომლების აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების გატარებაში მონაწილეობენ, ხშირად ირანის ინტერესების საწიინაღმდეგოდ.ამის გარდა, როგორც ზემოთ ვთქვი,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანის ჩრდილოეთ საზღვრებთან პროდასავლური ყვეყნების (მათ შორის ისლამური) წარმოშობა საკმაოდ საფუძვლიანი შიშის საბაბს აძლევს ირანს, რომ იგი პროდასავლური სახემწიფოების ალყაში აღმოჩნდება.აქედან გამომდინარე ირანის ისლამური სახელმწიფოს თავისი უსაფრთხოების გარანტიისთვის საჭიროდ მიიჩნევს გარშემო ყავდეს მისთვის მახლობელი რეჟიმები თუ არა, პროირანულად განწყობილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები ამ ქვეყნებში.თუ შევხედავთ ირანის სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას, ნათელი გახდება ამ ქვეყნის სურვილი გახდეს წამყვანი სახელმწიფო ახლოაღმოსავლეთში,განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურეში.სწორედ ირანის ანდაგვარი მიდგომა თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განაპირობებს მის დაპირისპირებას რეგიონის სხვადასხვა მონაკვეთებში დომინირების მსურველ ქვეყნებთან.რა თქმა უნდა ირანის უპირველესი მოწინააღმდეგე იყო, არის და რჩება აშშ, რომელიც თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე აშკარად ვერ შეეგუება ირანის დომინირებას რეგიონში.ის, თუ რა სახე შეილება მიიღოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებმა ცალკე საუბრის თემაა, ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ.მაგრამ, აუცილებელია აღინიშნოს ირანის ინტერესთა კონფლიკტი საუდის-არაბეთთან, რომელი მისი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია რეგიონში.ამ ქვეყნებს შორის შეიძლება გამოყოფილ იქნას სამი უმთავრესი პრობლემა. პირველრიგში, ორივე ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსში არსებული ურთიერთგამომრიცხავი მომენტები, რეგიონში და ყურეში სამხედრო-პოლიტიკურ დომინირებასთან დაკავშირებით. ასევე, ისლამურ სამყაროში საკუთარი იდეურ-პოლიტიკურ როლთან მიდგომის შეუსაბამობა. ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობა პირდაპირაა დამოკიდებული ირანის წინაშე არსებული გლობალური საკითხების გადაჭრაზე.პირველი დონე,ჩემი აზრით მოიცავს ირანის საერთო-მუსულმანური ძალის ცენტრად ჩამოყალიბებას.მისი დღევანდელი მიხწევები ამ როლის გარეშე, ვერ უზრუნვლყობს ირანის მთავარი მიზნების მიღწევას. ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობები ასევე შეილება გამოიწვიოს კასპიის ზღვის წყლების გაყოფასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.ირანის მზარდი ამბიციები რაღათქმაუნდა რუსეთის ინთერესებსაც გადაკვეთავს მის სამხრეთ საზღვრებთან და კასპიის ზღვაში.ირანი თანდათანობით ახერხებს თავისი ეკონომიკური კავშირების გაბმას იმ ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის ეკონომიკურ პარტნიორებად ითვლებოდნენ. ასევე, ცალკე ყურადრების ღირსია ირანის პოლიტიკური წყობილება.ირანი ჩემი აზრით იდეოლოგიური სახელმწიფოა.უნდა აღინიშნოს რომ “მოლებმა” საკმაოდ საინტერესო სახელმწიფოს შექმნა მოახერხეს.თანაც აშენებდნენ პირდაპირ რევოლოუციური გარდაქმნებისა და ერაყთან ომის დროს.სისტემა საკმაოდ ეფეკტური გამოვიდა, რომელიც დემოკრატიისა და თეოკრატიის გარკვეული ნაზავია.ისლამური რევოლუციის შედეგად აიათოლებმა საკმაოდ ვერტიკალური მართველობის სისტე- ეს სამი რგოლი წარმოადგენს ძალაუფლების ვერტიკალის პირველ დონეს.შემდგომ მოდის ნაციონალური უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო.მასთანაა დაკავშირებული ქვეყნის მთლიანი ძალოვანი სისტემის მშენებლობა.მასში შედიან პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გენშტაბის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბიოჯეტო-დამგეგმავი ორგანიზაციების მეთაურები. განსაკუთრებულ ოპერაციათა საბჭო არის რგოლი რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ე.წ. “ჯიხადზე, ღვთის კანონთა მიწაზე გასამარჯვებლად”.მასში შედიან პრეზიდენტი, რახბარის ცარმომადგენლები, გენშტაბის მეთაური, აგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინფორმაციისა უშიშროების მინისტრები, ასევე ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსისმეთაური. რა თქმა უნდა, თითქმის სამიათასწლოვანი ისტორიის, დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ირანის მოქალაქეებს სამართლიან უფლება აქვთ პრეტენზია განაცხადონ თავიანთი ნაციონალური ინთერესების დაცვაზე.თუმცა აქ უმნიშვნელონვანესია, ამ პროცესში არ იქნას უარყოფილი ზოგად საკაცობრიო მონაპოვრები, წიანააღმდეგ შემთხვევაში, ირანს ადრე თუ გვიან აშკარად მოუწევს დაპირისპირება ამ დილემის წინაშე. აღსანიშნავია, რომ ირან-ამერიკის დღევანდელ პრობლემატურ ურთიერთობებს დიდწილად სწორედ კულტურული პრობლემა უდევს საფუძვლად.დაპირისპირების შემდგომი განვითარება კი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორი გზით ივლის ირანის მთავრობა და საზოგადოება. რაც უფრო მეტი იქნება ირანში თეოკრატიული, ფუნდამენატალისტური და რადიკალური განწყობები საზოგადოებასა და მთავრობაში, მით უფრო მეტ უკუ რეაქციას მიიღებს იგი გარესამყაროსგან, რომელი ასე განსხვავებულია მისგან. შეილება ითქვას რომ საქმე გვაქვს საერთოდ რეალობის აღქმის ორ განსხვავებულ მოდელთან და შესაბამისად ალტერნატიული განვითარების სხვადასხვა პარალელთან, რომლებიც ჩემი აზრით აუცილებლად გადაიკვეთება ოდესმე, სადღაც. ამიტომ ან ერთის ექსპანსია უნდა შეიზღუდოს და გაჩერდეს; ან რომელიმემ უნდა შეირწყას მეორე თავისთავში. ბოლოსთვის ერთ ციტატას მოვიყვან: “ახლი პრეზიდენტის არჩევით, ირანის პილიტიკის პრინციპები არ იცვლება”- ჯერ კიდევ არჩევნების მეორე ტურის წინ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინოტროს მეთაურმა ქამალ ხარაზიმ.მაშ როგორია ეს პრინციპები? “მსოფლიომ ანგარიში უმდა გაუწიოს ირანს, როგორც ძლიერ რეგიონალურ სახელმწიფოს.ისალამური რესპუბლიკა კვლავაც განაგრძობს ისლამური დემოკრატიის განვითარებას და რეგიონში გავლენის გაფართოებას”.ასე ჩამოაყალიბა თეირანის მომავალი პოლიტიკური კრედო ხარაზიმ. გიორგი ანათაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ეროვნულ უსაფრთხოებაში |