კარლ ფონ კლაუზევიცი -“ომის შესახებ” |
ორშაბათი, 13 სექტემბერი 2010 20:24 |
კარლ ფონ კლაუზევიცი -“ომის შესახებ”
(მე-2 ნაწილი; ომის გეგმა) (1780-1831) კარფ ფონ კლაუზევიცი თავისი ნაშრომის “ომის შესახებ” მეორე ნაწილში, ომს განიხილავს როგორ ერთ მთლიან მოვლენას და საუბრობს ომისა და კამპანიის დაგეგმარებაზე.ომის გეგმა ეს არის ერთ განსაკუთრებულ მოქმედებაში გაერთიანებული სამხედრო საქმიანობის ყველანაირი გამოვლინება, რომელსაც ერთი საბოლოო მიზანი აქვს.კლაუზევიცის აზრით, ომი მხოლოდ იმ შმეთხვევაში უნდა დავიწყოთ როდესაც მკვეთრად გვექნება განსაზღვრული ის თუ რისი მიღწევა გვინდა ომით და ომის დროს.აქ იგულისხმება ომის პოლიტიკური მიზანი და ასევე ომის მთავარი სამიზნეები.აქედან განისაზღვრება ომში გამოსაყენებლი საშუალბათა და ძალთა ზომა-წონაც.
ავტორის აზრით, ომის ბუნებრივი მიზანი მოწინააღმდეგის განადგურებაა.ასეთ ომს იგი აბსოლუტურ ომს უწუდებს, ომი სადაც საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე მიდის.თუმცა არსებობს უამრავი ფაქტორი, ურთეიერთქმედება და ძალა რითაც სახელმწიფოებრივი ცხოვრება ეხება და ზემოქმედებს ომზე, რაც ქმნის განსხვავებებს ომის ზემოთმოცემულ მარტივ ფორმულირებასა და რეალობას შორის.ამიტომ, ავტორის აზრით ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ომს ცვალებადი ხასიათი აქვს და მერყეობს აბსოლუტურიდან რეალურამდე, იქამდე როგორიც ის შეიძლება ან გვხდება კიდევაც რეალობაში.თუმცა კლაუზევიცი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ომის დაგეგმარებისას, მთავარ ორიენტირად აბსოლუტური ომი უნდა იქნას აღებული. კლაუზევიცი აღნიშნავს, რომ აბსოლუტურ ომს შეიძლება მეორე, ე.წ. “რეალური” ხასიათის ომი დავუპირისპიროთ.ასეთი ხასიათის ომის მსვლელობა შედგება ცაკლეული წარმატებიბისაგან.მასში მოქმედებათა წარმატება თუ წარუმატებლობა არაა ერთმანეთან დაკავშირებული.აქ ყველაფერი, რეზულტატების ჯამზე დაიყვანება, რომელთაგანაც ყოველი კონკრეტული აქტი შეიძლება აღებულ იქნას როგორც ცალკეული “სათამაშო ქვა” და არა როგორც რაიმე ერთ მიზანზე ორიენტირებული და ურთიერთქმედებაში მყოფი მოქმედება. თუ ჩვენ მივემხრობით აბსოლუტური ომს, მაშინ თავიდანვე აუცილებელი იქნება ომი განხილულ იქნას როგორც ერთი მთლიანობა, რომელსაც ერთი საბოლოო მიზანი ამოძრავებს.ამ შემთხვევაში მხედარმთავარი ომის უმთავრეს მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული.იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მეორე მოსაზრებას მივემხრობით, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ ომში მეროე ხარისხოვან სარგებლობათა მიღწევაზე თვითონ ამ სარგებლობებისთვის და არა რაიმე ერთი კონკრეტული მიზნისთვის.
თითოეულ მოსაზრებას შესაბამის დასკვნებამდე მივყავართ და თეორიულად ვერცერთ ამ მოსაზრებას ვერ ვუარყოფთ.განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ როგორ და რისთვის უნდა იყოს გამოყენებული ომის ესა თუ ის ტიპი.კლაუზევიცის აზრით, აბსოლუტური ომი, აღებულ უნდა იქნას როგორც უმთავრესი ორიენტირი, ხოლო მეორე როგორც დამხმარე, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული ომში “შესწორებების” გასაკეთებლად. კლაუზევიცი აქვე განაგრძნობს, რომ ომის პოლიტიკური მიზნითა და მოწინააღმდეგის მდგომერეობით განისაზღვრება იმ ძალების მოცულობა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას მოწინააღმდეგის მიმართ.თუმცა, მისივე აზრით, ის რომ პოლიტიკური მოთხოვნები ყოველთვის ნათელი არ არის, განსხვავებულია პოლიტიკური მდგომარეობები და არა ერთფეროვანია მართველი წრეების ნებისყოფა და უნარ ჩვევები, ხშირად ქმნის გაურკვევლობას, რომელსაც შეიძლება იმ ძალთა გათვლისას შევხვდეთ, რომელიც საჭიროა საბოლოო მიზნის მისაღწევად. როგორც ავღნიშნეთ, საშუალებათა და ძალისხმევათა ნაკლებობა იწვევს დასახული მიზნის მიუღწევლობას.აღნიშნული ნაკლი პირდაპირ ზიანს აყენებს აქტანტს, რომელიც მიისწრაფვის მიზნის მიღწევისკენ.შექმნილ ვითარებაში მხარეები ცდილობენ ერთმანეთს საშუალბათა მომზადებით აჯობონ.ეს ქმნის ურთიერთქმედებებს სადაც გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა შეუძლებელი ან ძალზე რთულია. ეს ურთიერთქმედება შეიძლება უკიდურესობამდეს მივიდეს.ასეთ ვითარებაში კი აზრს დაკარგავდა თავიდან დასმულ პოლიტიკურ Mმოთხოვნათა მოცულობა, ხოლო საშუალებები დაკარგავდნენ ყველანაირ კავშირს და შესაბამისობას ომში თავიდან დასმულ პოლიტიკურ მიზნებთან.კლაუზევიცის აზრით, უმრავლეს შემთხვევაში მიდრეკილება ასეთი უკიდურესობისკენ დაიმსხვრევა იმ წინააღმდეგობრივ ურთიერთმედებასთან, რომელსაც თვითონ აქტანტი შეხვდებოდა თავის ქვეყანაში. ასეთ სიტუაციის Dდროს, ომის დამწყები ისევ საშუალო გზას უნდა დაუბრუნდეს, ანუ იმოქმედოს პრინციპით- გამოიყენოს ის ძალები და საშუალებები რაც საჭიროა ომის მთავარი მიზნის მისაღწევად. აქვე, განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიმაჩნია კლაუზევიცის ერთი ფორმულირება: ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებიდან არ უნდა იქნას გაშვებული არცერთი ასპექტი რომელიც მნიშვნელოვანია დაპირისპირებულ მხარეთა ძალთათანაფარდობაში, ვინაიდან სწორედ ამ ყველაფერში (ძალთათანაფარდობაში) ყალიბდება მოწინაარმდეგის ე.წ. “სიმძიმის ცენტრი”-ძალთა და მოძრაობათა ის კონცენტრაცია რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი; ის მთავარი რაც აძლევს მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის გაწევის ძალასა და უნარს.კლაუზევიცის თქმით, სწორედ “სიმძიმის ცენტრის” წინააღმდეგ უნდა იქნას ძირითადი დარტყმა მიმართული. ისევე როგორც მოწინააღმდეგის განადგურება სხვადასხვა რამეს შეიძლება გულისხმობდეს, ასევე სხვადასხვა მოწინააღდეგისათვის “სიმძიმის ცენტრი” შიძლება განსხვავებული იყოს. .მაგალითისთვის, კლაუზევიცის აზრით, ალექსანდრე მაკედონელისთვის,გუსტაფ ადოლფისთვის, კარლ მე-12 სთვის და ფრიდრიხ დიდისთვის სიმძიმის ცენტრი მათ არმიებში იყო.ჯარების დაკარგვის შემთხვევაში მათთვის ყველაფერი დამთავრდებოდა.იმ ქვეყნებს, რომლებშიდაც შიდა ურთიერთობები არეულია, უმრავლეს შემთხვევაში “სიმძიმის ცენტრი” დიდ ქალაქებში აქვთ, მოკავშირეებს-ინტერესთა ერთიანობაში, ხოლო სახალხო ომებში სიმძიმის ცენტრი-ლიდერებსა და საზოგადოებრივ აზრშია. შეიძლება შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ მოწინააღმდეგის განადგურება გულისხმობს მოწინააღმდეგის “სიმძიმის ცენტრის’ განსაზღვრას და იმ წინააღმდეგობის გატეხვას, რომელიც ამ “სიმძიმის ცენტრშია” კონცენტრირებული.ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესო უნდა იყოს, ის თუ როდის შეიძლება მიზნად მოწინააღმდეგის განადგურება იქნას დასახული.კლაუზევიცი ამასთან დაკავშირებითაც გვთავაზობს თავის მოსზრებას. მესამე პუნქტში საუბარი, ფაქტობრივად ომიდან გამოსვლაზე მიდის.ომის შემდგომ ისეთი მშვიდობის მოპოვებაზე, რომელიც განსაზღვრულ უნდა ყოფილიყო ომის პოლიტიკური მიზნის დასახვისას.ომის ბოლოს რომ არ მოგვიწიოს ე.წ. “საჯარიმოების” გადახდა, დაგეგმარებისას თავიდანვე კარგათ უნდა იყოს გათვლილი სამივე ზემოთ აღნიშნული მომენტი.თუ, ჩვენ დღევანდელ დროსთან გავავლებთ პარალელს , მე-3 პუნქტი თავისუფლად შეიძლება დავუკავშიროთ ერაყში ამჟამად შექმნილ სიტუაციას.პირველადი წარმატებების შემდეგ, მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების განადგურების მიუხედავად ვერ ხერხდებაისეთი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომელიც ა.შ.შ-ის მთავრობას საშუალებას მისცემდა ომიდან გამოსულიყო.აღნიშნული პრობლემა, სწორედ საომარი კამპანიის დაგეგმარებისას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს,კერძოდ კი, ნათლად არ იყო გააზრებული კლაუზევიცის მიერ მოცემული მე-3 პუნქტის მნიშვნელობა და შინაარსი. კლაუზევიცი შემდგომ სუბრობს ომის შესახებ, რომ ომი თავისთავად არ ცდილობს მიახწიოს უკიდურესობას, ან მის აბსოლუტურ ხასიათს, არამედ სინამდვილეში იგი ურთიერთ გამომრიცხავია. მას როგორც ასეთი, არ შეუძლია იცხოვროს ცალკე განყენებულად, საკუთარი კანონებით.ომი ყოველთვის განხილულ უნდა იქნას როგორც ნაწილი ერთი მთლიანობისა და ეს მთლიანობა პოლიტიკაა.ომი პოლიტიკის ინსტრუმენტია, მისი ნაწილია და არა რაიმე ყველაფრისგან დამოუკიდებელი მოვლენა.ომი სხვა არაფერია, თუ არა, პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელება სხვა ხერხებით.შესაბამისად, ომი არასდროს არ უნდა დაცილდეს პოლიტიკურ ურთიერთობებს და თუ ის სადმე ხდება, მაშინ წყდება ყველანაირი დამაკავშირებელი ძაფები რახან ომი პოლიტიკის ნაწილია, შესაბამისად იგი პოლიტიკის თვისებებსაც ღებულობს.კლაუზევიცის თქმით, როდესაც პოლიტიკა ხდება გრანდიოზული და მძლავრი, მაშინ ასეთივე ხდება ომიც.ეს ზრდა შეიძლება ისეთ დონემდე მივიდეს, რომ ომმა თავის აბსოლუტურ ხასიათს მიაღწიოს. პირველი გულისხმობს, მოწინააღმდეგის მთელი სიმძლავრის ერთ სიმძიმის ცენტრამდე დაყვანას (აქ უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ავტორი სიმძიმის ცენტრს); მეორეს მხრივს დარტყმას ამ ცენტრზე რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ძირითადი ოპერაციებით.ასევე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სხვა ოპერაცია უმთავრეს ოპერაციას ექვემდებოარებოდეს.ჯამში თუ ვიტყვით, პირველი პრინციპი არის მოქმედებათა მაქსიმალური კონცენტრაცია.მეორე პრინციპია-მოქმედებათა მაქსიმალური სისწრაფე.შემდგომ კალუზევიცი იმისშესახებ წერს, თუ რაზეა დამოკიდებული მოწინაარმდეგის სიმძლავრის ერთ სიმძიმის ცენტრამდე დაყვანა.მაგალითად, თუ ერთიანი პოლიტიკური ინტერესების მქონე მოწინაარმდეგეებთან გვაქ საქმე, მაშინ უნთავრესი, მოწინაარმდეგეთა პოლიტიკური კავშირის სიმტკიცე ხდება.ასევე მნიშვნელოვანია ომში კონკრეტული დროისთვის შექმნილი ის მდგომარეობა როცა მაგალითად საბრძოლო ასპარეზზე მოწინააღმდეგის რამდენიმე არმია გამოდის. ასე მაგალითად, თუ ომი თეატრზე მოწინააღმდეგის ძალები ერთ არმიაში არიან გაერთიანებული, მაშინ თვითონ ეს არმია ხდება “სიმძიმის ცენტრი”.თუ ძალები დაჯგუფებულები არიან რამდენიმე არმიებად, მაშინ ერთიანობა აბსოლუტური აღარაა.თუმცა კლაუზევიცის განმარტებით, ასეთ დროს მაინც არსებობს საკმარისი კავშირი არიმებს შორის, რათა ერთზე მიყენებულმა დარტყმამ ჩაითრიოს სხვა ნაწილებიც.ვითარებაში როდესაც არმიები მეზობელ საომარ თეატრებზე არიან და მათ შორის არ არიმნიშვნელოვანი ბუნებრივი წინააღმდეგობები, მაინც შესაძლებელია დანახულ იქნას ის გადამწყვეტი ზეგავლენა, რომელსაც ერთი არმია მეორეზე ახდენს, ანუ აქაც არის ურთიერთქმედება და აქაც სესაძლებელია ერთი სიმძიმის ცენტრის განსახღვრა.როდესაც ომის თეატრები ძალზე დაცილებულები არიან ერთმანეთისაგან და მათ შორის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი წინაღობებია, მაშინ მათი მოქმედებები ე.წ. “ექცენტრიულ”, ანუ ურთიერთ დამოუკიდებელ მიმართულებებზე ვრცელდება; არმიებს შორის ურთიერთქმედება მინიმუმამდე მცირდება და შესაბამისად ძნელდება (ან შეულებელი ხდება) ერთიანი “სიმძიმის ცენტრის” განსაზღვრა. კლაუზევიცი შემდეგ ისეთ ვითარებაზე საუბრობს, როცა ერთი ‘სიმძიმის ცენტრის’ წინააღმდეგ მოქმედება, ერთმანეთისგან განცალკევებული ჯგუფებით ხდება.ასეთ დროს სასურველია კონცენტრირებული გადააგდილება და მოქმედება.ავტორის თქმით, კონცენტრირებული მოქმედება სტრატეგიაშიც და ტაქტიკაშიც უფრო წარმატებულია. ურთიერთ დამოუკიდებელი, “ექცენტრიული” ხასიათის შეტევები, კი მეორეხარისხოვან ოპერაციებს მიეკუთვნება.ძალთა გახლეჩის ან ომის თეატრის ზრდის პირობებში კი რისკი გაცილებით მატულობს, თუმცა, საომარ მოქმოედებათა თეატრის გაფართოება შეიძლება გაყოფილი ჯგუფებით მოძრაობის საფუძველი გახდეს.ეს დაკავშირებულია იმ ტერიტორიების თავისებურებებთან სადაც მიმდინარეობს მოქმედებები. კარლ ფონ კლაუზევიცი შემდგომ წერს, რომ ერთიანი საბრძოლო თეატრის პირობებში ძირითად მიმართულებაზე შეტევისას, მნიშვნელოვანია ყველა მეორეხარისხოვანი მიმართულება ძირითადზე იყოს ორიენტირებული და მასთან ურთიერთქმედებსდეს.ჩვენს მიერ მთავარ მიმართულებაზე მიღწეული წარმატება, მოწინააღმდეგის ყველა იმ მეორეხარისხოვან მიმართულებას დაუკარგავს დამოუკიდებლად მოქმედების უნარს, რომელიც შეხებაშია ჩვენი საბრძოლო მოქმედებების ძირითად მიმართულებასთან. თუ კი იქნება შესაძლებელი, რომ ოპერაციაში მთელი ძალები მხოლოდ ერთი მიმართულბით შეტევისთვის იქნას კონცენტრირებული, მაშინ შეხების წერტილები მეორად მიმართულებებთან მთლიანად გაქრებოდა.თუმცა ასეთი ვითარებები, ავტორი თქმით, ძალზედ იშვიათია.ხოლო, ისეთ სიტუაციაში სადაც მოწინააღმდეგეს რამდენიმე “სიმძიმის ცენტრი” გააჩნია, ფაქტობრივად დამოუკიდებელი კამპანიების დაგეგმა და წარმოება მოგვიწევს მოწინააღმდეგის თითოეული “სიმძიმის ცენტრის” წინაამდეგ.კლაუზევიცისავე თქმით, ასეთ ვითარებაში მართებულია ფრონტის მხოლოდ მთავარ მიმართულებაზე შეტევა, ხოლო მეორად მიმართულებებზე კი თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. ყველივე ზემოთთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განსაზღვრება ძალების ერთიანობასა და დაყოფას შორის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ბევრ სხვადასხვა გრადაციას უშვებს.მხოლოდ კონკრეტული ვითარებებიდან გამომდინარე შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ერთმანეთზე ომის ერთ ან სხვადასხვა ფრონტებზე მყოფი არმიები და მხოლოდ აქედან გამომდინარე შეიძლება მოწინააღმდეგის “სიმძიმის ცენტრის” განსაზღვრაზე ზუსტი საუბარი.მოწინააღმდეგის სიმძიმის ცენტრის განსაზღვრის, ამ ცენტრის შეძლებისდაგვარად ერთამდე დაყვანისა და ძალთა კონცენტრაციის უზრუნველყოფის შემდეგ, კლაუზევიცი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ძალთა სწრაფი გადაადგილება.მისი აზრით, ყველაზე კარგი მოკავშირე შეტევისას სწორედ სისწრაფე და მოულოდნელობა არის.ნებისმიერი შეჩერება და ყოყმანი დამღუპველია.პირველადი წარმატებების შემდეგ გაჩერება და მას მერე მეორე ტემპით შეტევაზე გადასვლა წამგებიანია და არაა ისეთი ეფექტური, როგორც ერთიანი სწრაფი იერიში.ის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლაუზევიცი მართალია, შეიძლება მსოფლიო ისტორიიდანაც დავინახოთ. გერმანელთა 1941 წლის მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული შეტევის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ზემოთ ნახსენები პაუზა და ჭოჭმანი გახდა.აგვისტო-სექტემბრის 2 თვიანმა ყოყმანმა თუ საით განვითარებულიყო იერიში, შეტევას დააკარგვინა თავიდან აღებული ტემპი.გემანელები იძულებულები გახდნენ მეორე ტემპით შეტევაზე გადასულიყვნენ და საბოლოო ჯამში მოსკოვის აღება ვეღარ მოახერხეს. კლაუზევიცი შემდგომ წერს, რომ ომის ბოლო განსხვავებულია ყოველთვის. თუმცა მისივე რჩევით, დასაწყისისთვის ყოველთვის კარგია მოწინააღმდეგის ჯარის ნეიტრალიზირება, ანუ დიდი გამარჯვება მათზე და შემდგომ მათი საბოლოო განადგურება.რაც უფრო მალე იქნება შესაძლებელი ამდაგვარი წარმატების მიხწევა, მით უფრო კარგია იგი საბოლოო გამარჯვებისთვის. ბოლოსთვის კი, კარლ ფონ კლაუზევიცი დაასკვნის, რომ ომის გეგმაში რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის განადგურებისკენ (რაც ავტორის აზრით წარმატების საუკეთესო გზაა),უმთავრესია ჯერ დაისახოს ომი პოლიტუკური მიზანი, შემდგომ სამხედრო მიზანი ან მიზნები და ამის მერე განისაზღვროს ის საშუალებები, ხერხები და გზები რომელიც ყველაზე კარგათ უზრუნველყოფენ დასმული ამოცანების შესრულებას. ზემოთგანხილული ნაშრომიდან გამომდინარე, სააბოლო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ვღებულობთ ომის დაწყების გადაწყვეტილებას, ნათლად წარმოდგენილი უნდა გვქონდეს ის თუ რისი მიხწევა გვინდა ამ ომით, ანუ რა არი ამ ომის პოლიტიკური მიზანი.მას მერე რაც ვიცით რა გვინდა, ვსაზღვრავთ მოწინააღმდეგის სიმძიმის ცენტრს.ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი. სწორედ ამ ცენტრის სიძლიერიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენს ხელთ არსებული ძალებისა და საშუალებების მეშვეობით, იმ წინააღმდეგობის გადალახვა რომელიც მოწინააღმდეგის ამ სიმძიმის ცენტრშია კონცენტრირებული.ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიხწევა ბრძოლის ველზე და შესაბამისად თვით ომშიც. თუ კი ზემოთმოცემული ჯაჭვიდან, რომელიმე რგოლი ამოვარდნილია ან ბუნდოვანია, მაშინ კამპანიის ბედი დიდი რისკის ქვეს დგება. ასეთ ვითარებაში, ან პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს, ან კიდევ მიზნის შესაბამისი ძალის დაგროვებას უნდა დაველოდოთ.
ანთაძე გიორგი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2007წ. |