ათენის საწყისი პერიოდის სტრატეგია პელეპონესის ომში |
სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010 13:15 |
ათენის საწყისი პერიოდის სტრატეგია პელეპონესის ომში(2006წ) (დღევანდელი გადმოსახედიდან ნაშრომში წარმოდგენილი ზოგიერთი მოსაზრება ჩემის აზრით, აშკარად საჭიროებს გადახედვას; გიორგი ანთაძე, 2010) ბერძნულ-სპარსულ ომებში სპარტამ და ათენმა თავი გამოიჩინეს როგორ ელინური სამყაროს ყველაზე ძლიერმა სახელმწიოფოებმა.მიუხედავად იმისა რომ ამ ომებში სახელი გაითქვეს სპარტელებმაც, სწორედ ათენი იყო ის ძალა რომელმაც საბოლოოდ შეაკავა სპარსული ანექსია რეგიონში.სწორედ ათენელიბს გამარჯვებამ ზღვაზე სალამინთან საბოლოოდ განაპირობა სპარსეთის
მარცხი ამ ომში, რამაც მომავალში გამოიწვია მცირე აზიის და ხმელთაშუაზღვის ქალაქების გამოსვლა სპარსული ბატონობისაგან.ასეულობით ასეთი ქალაქი შეუერთდა ათენს და ჩამოაყალიბეს საზღვაო კავშირი რომლის ცენტრიც თავიდან კუნძულ დელოსზე მდებარეობდა.მისი თვითოეული წევრი იხდიდა შენატანს.თუმცა მალე კავშირის სალარო გადატანილ იქნა ათენში და კავშირის წევრები ფაქტობრივად ათენის ვასალებად იქცნენ და ფინანსური ნაკადებიც რომელიც საერთო სალაროში იგზავნებოდა ათენის კონტროლის ქვეშ მოექცა.ამ ქალაქებიდან ხდებოდა უმარავი სხვადასხვას რესურსების შემოტანა;მაგალითად, კავშირის წევრებს არ ქონდათ უფლება სადმე ათენის გარდა გაეტანათ რკინა.ნელ-ნელა ათენი იქცა ნამდვილ საზღვაო ქვეყნად.ყოველივე ზემოთ ნათქვამმა განაპირობა ათენის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება.”საზღვაო ნაცია” სულ უფრო და უფრო ავიწროებდა ხმელეთის ხალხს.დემოკრატია , რომლის ეკონომიკურ საფუძველსაც ვაჭრობა და ათენის საზღვაო კავშირები წარმოადგენდა, განვითარებასთან ერთად ავტომატურად ავიწროვებდა ოლიგარქიას რომელიც ტრადიციულად მიწადმოქმედ მოსახლეობას ეყრდნობოდა. მას შემდეგ რას ათენი ფაქტობრივად ეგეოსის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის მმართველად იქცა მმართველი დემოკატიული წრეების ინტერესი სწორედ დასავლეთით მათი გავლენის ზრდა იყო. მეორე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა ე.წ. პელეპონესის კავშირი ოლიგარქიული სპარტას თაოსნობით.ამავე კავშირში შედიოდა მეგარა, კორინთო და ბეოტეა, ის ქალაქები რომლების გზაზე ედგნენ საბერძნეთის დასავლეთით გაფართოებას და ათენის ამ მცდელობაში სამართლიანად ხედავდნენ საფრთხეს თავინათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის.შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ეკონმიკურ-პოლიტიკური დაპირისპირება, ორ სხვადასხვა ძალას შორის, გახდა მიზეზი პელეპონესის ომისა. სანამ უშუალოდ ომის საბაბსა და მიმდინარეობაზე გადავიდოდე, მართებული იქნება თუ გავეცნობით დაპირისპირბული მხარეების სახელმწიფოს სტრუქტურასა და სამხედრო პოტენციალს.ამ დროის ათენში მუდმივი დაპირისპირებოდა მიდიოდა დემოკრატიულ და ოლიგარქიულ ფრთებს შორის და ამ პოლიტიკურ დაპირისპირებებში ამა თუ იმ დაჯგუფების გამარჯვება, უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენდა ათენის საგარეო ურთიერთობებზე.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება სწორედ დემოკრატიული ფლანგის დაწინაურებას უწყობდა ხელს და სწორედ დემოკრატების მართველობაში იყო ათენი ომის დაწყების დროს.საერთოდ, ქალაქის პოლიტიკური ცხოვრება და მასში მიმდინარე პროცესები აღმოჩნდა, ჩემის აზრით, გადამწყვეტი ამ ომის წარმოშობის მიზეზებსა და მიმდინარეობაში. საინტერესო იქნება თუ გავეცნობით ზოგიერთ ცნობას ათენის შესახებ.სინამდვილესთან საკმაოდ მიახლოებული გამოთვლებით, ცნობილია რომ ათენის ჰეგემონიის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაახლოებით 10-15 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.უშუალოდ ათენში, ნავსადგურ პირეის ჩათვლით მოასხლეობის რიცხვი 235 ათას ადამიანს აღწევდა, თუმცა სრულუფლებიანი მოსახლეობა მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენდა.ათენი საზღვაო სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის სიძლიერესაც განაპირობებდა მოკავშირეები,მონების ეკსპლუატაცია და ვაჭრობიდან შემოსული ფინანსები. ატენელთა პოზიცია კარგად ჩანს მათი კერკირელებთან ურთიერთობით.კერკირა იყო ნეიტრალური ქალაქი, რომელსაც ათენელთა შემდეგ ყველაზე ძლიერი ფლოტი გააჩნდა.ათენმა მათთან თავდაცვით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, თუ კი, რომელიმე მხარეს თავსდაესხმებოდნენ მეორე მხარე კისრულობდა სამხედრო მხარდაჭერას.ათენელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ პელეპონესთან ომი ყველანაირ შემთხვევაში მოუწევდათ.მათი მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საჭიროებდა გაფართოებას, განსაკუთრებით კი დასავლეთით, რაც პირდაპირ უპირისპირდებოდა პელეპონესის კავშირში მყოფ ქალაქების ინტერესებს.აქედან გამომდინარე ათენელებმა ჩათვალეს, რომ კერკირელთა ძლიერი ფლოტის მოწინააღმდეგე ბანაკში გადასვლა მათვის წამგებიანი იქნებოდა.ასევე მათ ინტერესში იქნებოდა თუ კი კერკირა კორინთოსთან კონფლიკტში იქნებოდა, რაც ჯამში ორივე მხარის დასუსტებას გამოიწვევდა.რადგანაც ძლიერი კერკირას არსებობა ათენისთვის მისთვის საინტერესო დასავლეთის მიმართულებაზე კიდევ ერთი პოტენციური ზღუდე იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ათენელთა მაშინდელი წინამძღოლის, პერიკლეს მიერ შექმნილი ვითარების სტარატეგიული შეფასება.პერიკლეს აზრით, ათენის მთავარი სიძლიერე ფლოტში, ათენის კავშირში და ფინანსურ სიძლიერეში იყო.მისი აზრით, პელეპონესის კავშირი განიცდიდა ომის წარმებისთვის საჭირო სახსრების დიდ დანაკლის.მისი აზრით, იმ ხალხის ჯარს რომელიც ძირითადად მიწათმოქმედებით არის დაკავებული, არ შეუძლია ხანგრძლივი ბრძოლები აწარმოოს, მისი ტერიტორიისგან მოშორებით.თუ კი სპარტელთა აზრს გავიხსენებთ, ისინიც სწორედ სახსრების დანაკლის მიიჩნევდნენ თავიანთ უმთავრეს სისუსტედ.ამის გარდა, პერიკლეს აზრით, პელეპონესის კავშირს არ გააჩნდა ერთიანი მმართველობა, რაც გაართუელბდა მათ დროულ და პრინციპულ მოქმედებას. ამ სტრატეგიის წარუმატებლობის მიზეზებში შეიძლება გამოიყოს ჩემის აზრით რამდენი მნიშვნელოვანი მიზეზი.ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ათენში მიმდინარე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ოლიგარქებსა და დემოკრატებს შორის, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნე ხშირად იწვევდა ცვლილებებს ათენის საგარეო პოლიტიკაში.პერილეს გარდაცვალების მერე, ათენმა რამდენჯერმა გადაუხვია მის სტრატეგიას რამაც ძალზე ცუდი შედეგები მისცა.დარღვეულ იქნა პერიკლეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი-არ ეწარმოებინათ ამ ომის დროს დაპყრობითი ბრძოლები.ამის გარდა გაშვებულ იქნა რამდენიმე ათენისთვის სასარგებლო, ზავის დადების ხელსაყრელი ვითარება.რადგან სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ათენი იძულებული უნდა გამხდარიყო სახმელეთო ბრძოლებშიც მიეღო მონაწილეობა და აეღო მოწინააღმდეგის ქალაქები, რაც მის ძალებს აღემატებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სპარსელთა ფინანსური დახმარება, რომელიც პელეპონესის კავშირმა მიიღო ომის ბოლო ეტაპზე, რამაც საშუალება მისცა აეგო ფლოტი, თანაც ათენზე არცთუ ისე ნაკლები.ამით კი ფაქტობრივად ათენმა ის უპირატესობაც დაკარგა რაც მას ფლოტის სახით ქონდა.ყოველივეს თან ერთვოდა მუდმივი გართულებები მოკავშირეებთან. გამოყენებული ლიტერატურა: *თუკიდიდე- პელეპონესის ომის ისტორია. მოსკოვი, ასტ. ჟგ. 1999 *სვეჩინი- სამხედრო ხელოვნების ევოლუცია. ტ-1-2, 2002 *ლაიდელ ჰარტი- სტრატეგია (სამხედრო ხელოვნების ენციკლოპედია), მოსკოვი 1999 *ევგენი რაზინი- სამხედრო ხელოვნების ისტორია , მოსკოვი 1999 *ალფრედ შტენცელი- საზღვაო ომების ისტორია , მოსკოვი 2000 *ჰანს დელბრუკი- სამხედრო ხელოვნების ევოლუცია , სანკტ-პეტერბურგი ტ-1-2, 2001 |