ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

გეოპოლიტიკური აზროვნების ევოლუცია PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 20 ივლისი 2015 08:47
გეოპოლიტიკური აზროვნების ევოლუცია
(გიორგი ანთაძე)

   გეოპოლიტიკის როგორც მეცნიერების გაჩენა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე განპირობებული იყო არა მხოლოდ მეცნიერული აზროვნების განვითარების ლოგიკით, არამედ პირველ რიგში ახალი პოლიტიკური რეალიების გააზრების აუცილებლობით. ეს მეცნიერება გაჩნდა მაშინ როდესაც სამყარო როგორც ერთიანი მთლიანობა ძირითადად გადანაწილებული იყო ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა ცენტრების მიერ. ეს გარემოება ხელს უწყობდა და ბიძგს აძლევდა დაწყებულიყო მეცნიერული ძიებები რომელიც ახსნიდა ამ მოვლენათა არსა და ამის გარდა მიმართული იქნებოდა უმთავრესი გეოპოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებისა და ბრძოლის მეთოდების დახვეწისკენაც.

   დღემდე სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს გეოპოლიტიკის ერთი ყოვლისმომცველი დეფინიცია. ეს როგორც წესი ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი მეცნიერებებისთვის და დისციპლინებისთვისაა დამახასიათებელი. გეოპოლიტიკის საგანსა და ობიექტებზე დავა ას წელზე მეტხანს გრძელდება. გეოპოლიტიკის ცნება როგორც წესი, ძალზე ფართოდ განიხილება. შედეგად ამ მეცნიერებას არ გააჩნია მკვეთრად განსზღვრული და ჩამოყალიბებული კონტურები. იგი გადადის ეკონომიკის, პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსების, სამხედრო-სტრატეგიული, შიდა პოლიტიკისა და ა.შ. საკითხებში.

დაწვრილებით...
 
რუსეთ საქართველოს ომი: ფაქტები და ანალიზი (2015წ) PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 22 მაისი 2015 14:25

რუსეთ საქართველოს ომი: ფაქტები და ანალიზი

               ნაშრომის განახლებული ვერსია

 

 

 
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო დოქტრინების შედარებითი ანალიზი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 26 აგვისტო 2013 15:26
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო დოქტრინების
შედარებითი ანალიზი

რეზიუმე 

თეორიაში, სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიჩნეულია მეზობელი ქვეყნების საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილეობა ან/და მათ ტერიტორიაზე შიდა კონფლიქტების ან სხვა ფორმის სამხედრო-პოლიტიკური (სამხედრო) არასტაბილობა. აღნიშნულს მივყავართ კავკასიაში კონფლიქტების ჩამონათვალთან, რომლის რიცხვს მთიანი ყარაბახის კონფლიქტიც მიეკუთვნება. ამიტომ, საინტერესოა და ამასთანავე აქტუალურიც, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გაღვივებამ რა საფრთხეები შეუძლია შეუქმნას საქართველოს?

საკითხის შესწავლისათვის შემოვიფარგლეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის დოქტრინალური დოკუმენტების შედარებითი ანალიზით. შევეხეთ იმ საკითხებს, რომლებიც გულისხმობენ ურთიერტდამოკიდებულებით ან დამოუკიდებლად ჩვენთვის საფრთხეების წარმოქმნის შესაძლებლობას. კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი საფრთხეები:

დაწვრილებით...
 
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პრიზმაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 13 მარტი 2013 12:39
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პრიზმაში

(თამაზ იმნაიშვილი- საქართველოს გენერალთა კლუბის
საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრის უფროსი.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი)


საბჭოთა კავშირისეული ტერმინი ამიერკავკასია, სოციალისტური სივრცის დაშლამ ახლა ტერმინად გადააკეთა, რომელიც გეოგრაფიული და პოლიტიკური თვალსაზრით გაცილებით უფრო უპრიანი და გამართულია - სამხრეთ კავკასია.
ახალი ტერმინის დამკვიდრება გარკვეულწილად ამ რეგიონის რუსული გავლენის სივრციდან ამოვარდნის მცდელობაა.  1990-იანი წლების დასაწყისიდან სამხრეთ კავკასია, როგორც ცალკე აღებული რეგიონი, ისე განიხილებოდა, რომელზე გავლენის მოსაპოვებლადაც გეოპოლიტიკურ ბრძოლას დასავლეთი და რუსეთი აწარმოებდნენ. თუმცა მეოცე საუკუნის ბოლო წლებიდან ამ ბრძოლაში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ: თურქეთი, ირანი და ჩინეთიც კი.

ჩინეთის ინტერესები ერთი შეხედვით საკმაოდ ბუნდოვნად და უცნაურადაც კი ჩანდა, მაგრამ ჩინეთის გეოპოლიტიკური ინეტერესებიდან გამომდინარე, მის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა ევრაზიული  გეოპოლიტიკური სივრცის გზაჯვარედინზე  მყარად მოეკიდებინა ფეხი. ამ
დაწვრილებით...
 
«დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს»

გვერდები 5-დან 13-მდე

შემთხვევითი ფოტო

m1a2_abrams.jpg

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტის დიზაინი?
 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters