ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2010 14:27 |
ბრძოლა ტყის პირობებში
“ არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება, არსებობს მხოლოდ სურვილი და შესაძლებლობები, უპირატესობა და ნაკლი”
ეიკე მიდელდორფი, გერმანელი სამხედრო ექსპერტი
1944 წლის აგვისტოს ბოლოს დამარცხებულმა გერმანულმა ნაწილებმა დასტოვეს საფრანგეთი და მოკავშირეები მიუახლოვდნენ გარმანიის საზღვრებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შობისთვის ომი დასრულდებოდა. თუმცა, მათ იმედებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც მიადგნენ გერმანელთა თავდაცვის ე.წ. “დასავლეთის კედელს” ( მოკავშირეების ტერმინით “ზიგფრიდის ხაზს”). აღნიშნული ზღუდის ცენტრი გადიოდა უღრან და თითქმის გაუვალ ჰიურტგენის ტყის მასივში. გერმანელთა თავდაცვას ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი ვალტერ მოდელი - ტაქტიკური თავდაცვის დიდოსტატი. ჰიურტგენის ტყეში ბრძოლა იყო მე-2 მსოფლიო ომში წარმოებული ბრძოლებს შორის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყველაზე მძიმე დამარცხება. სამი თვის სასტიკ ბრძოლებში ამერიკელებმა დაკარგეს 33000-მდე მებრძოლი, მაგრამ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს ვერც ტაქტიკურ და ვერც ოპერატიულ დონეზე.
|
დაწვრილებით...
|